გაეროს მონაცემებით, გასულ თვეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 10 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
აქედან 6,5 მილიონი არის იძულებით გადაადგილებული პირი, ხოლო 3,9 მილიონი მეზობელ ქვეყნებში გადავიდა. ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებზე გაეროს წარმომადგენელმა, ჯოის მსუამ განაცხადა.
მსუას თქმით, ჰუმანიტარული დახმარება ყოველდღიურად იზრდება და ამჟამად ქვეყანაში გაეროს 1 230-ზე მეტი თანამშრომელი იმყოფება, რომელიც 100-ზე მეტ ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან მუშაობს.
"უკრაინა ჰუმანიტარული პარადოქსია - უკიდურესი ძალადობის გვერდით ჩვენ ვხედავთ უკიდურეს სიკეთეს, ღრმა სოლიდარობას და ყველაზე ნაზ მზრუნველობას", - განაცხადა მსუამ.