გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ვოლკერ ტურკის განცხადებით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად 77 ადამიანია დაღუპული, 272 კი დაშავებული.
"ამ დარტყმების გამო მილიონობით ადამიანი მძიმე მდგომარეობაში, საშინელ პირობებში აღმოჩნდა. მთლიანობაში, ეს ყველაფერი სერიოზულ კითხვებს აჩენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიმართულებით", - თქვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.
23 ნოემბერს, რუსეთმა კიდევ ერთხელ განახორციელა მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. საჰაერო თავდაცვამ მტრის 51 საკრუიზო რაკეტა და 5 კამიკაძე დრონი ჩამოაგდო.
უკრაინის ცნობით, დაბომბვამ გამოიწვია ყველა ატომური ელექტროსადგურისა და ჰიდროელექტროსადგურის გათიშვა. დაზიანდა ელექტროდაგადამცემი ობიექტებიც. რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.