logo
ENG



გაერო მოუწოდებს პუტინს, შეაჩეროს ომი, რომელიც "ყველაზე საშინელი შეიძლება იყოს ამ საუკუნეში"

24 თებ 202209:26
3 წუთის საკითხავი
 
გაერო მოუწოდებს პუტინს, შეაჩეროს ომი, რომელიც "ყველაზე საშინელი შეიძლება იყოს ამ საუკუნეში"
UNTV

გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მოუწოდა ვლადიმერ პუტინს, დააბრუნოს თავისი ჯარები რუსეთსი და შეაჩეროს ომი, "რომელიც ყველაზე საშინელი შეიძლება, იყოს ამ საუკუნეში".

გუტიერეშმა გააფრთხილა პუტინი, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედება არ შეიძლება მხოლოდ იყოს "დამანგრეველი უკრაინისთვის" და "ტრაგიკული" რუსეთისთვის, არამედ "მის შედეგებს ვერ ვიაზრებთ გლობალური ეკონომიკისთვის".

"ამ მომენტში, ჩვენ გამოვდივართ კოვიდ სიტუაციიდან, განვითარებად ქვეყნებს სჭირდებათ აღდგენა, რაც ძალიან, ძალიან რთული იქნება ნავთობზე მაღალი ფასით, ხორბლის ექსპორტით უკრაინიდან და მზარდი საპროცენტო განაკვეთით. ეს კონფლიქტი ახლავე უნდა დასრულდეს", - თქვა მან.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 

 

 

close დახურვა