logo
ENG



Bloomberg: უკრაინამ F-16-ების პირველი პარტია მიიღო

31 ივლ 202423:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/31/3arx8pzss9e2r7b.png

Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ F-16 გამანადგურებლების პირველი პარტია მიიღო.

გამოცემა წერს, რომ, დასავლელი მოკავშირეები პირველი F-16-ების გადაცემას ივლისის ბოლომდე დაპირდნენ და დაპირება შეასრულეს.

Bloomberg-ის თანახმად, გამანადგურებლების რაოდენობა მცირეა.

გამოცემა წერს, რომ წყაროები არ აკონკრეტებენ, შეძლებენ თუ არა F-16-ის მართვისთვის გაწვრთნილი უკრაინელი მფრინავები თვითმფრინავების დაუყოვნებლივ გამოყენებას, თუ ამას დამატებითი დრო დასჭირდება.


close დახურვა