logo
ENG



გაერო უშიშროების საბჭო აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმებას მხარს უჭერს

11 მარ 202012:06
3 წუთის საკითხავი
 

გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო დოკუმენტი, რომელიც შეერთებულ შტატებსა და „თალიბანს" შორის შეთანხმებას მხარს უჭერს. შეთანხმება ამერიკელი და სხვა ქვეყნების სამხედროების ავღანეთიდან გაყვანას, ხელისუფლებასა და თალიბებს შორის ტყვეების გაცვლას, ასევე მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს.

გაეროში შეთანხმება კონფლიქტის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით ციხეებიდან 5 ათასი თალიბი უნდა გათავისუფლდეს. დოკუმენტის ამ პუნქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც აღნიშნა, რომ პატიმრების გათავისუფლება შეერთებული შტატების კომპეტეციაში არაა და მხარეები ამაზე თავად მოილაპარაკებენ. 


close დახურვა