logo
ENG



გავერკვევით და გიპასუხებთ - პრემიერი ატოცში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

19 ოქტ 201914:10
3 წუთის საკითხავი
 
bf9njlcfwc2zb3q.jpg

„გავერკვევით, ინფორმაცია გვექნება და გიპასუხებთ. დღეს მთელი დღე ვართ გორში და კიდე შევხვდებით,“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოფელ ატოცში მიმდინარე მოვლენებს, სადაც რუსი ოკუპანტები ბორდერიზაციის განახლებას გეგმავენ.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა გახარიას ჰკითხა, რა კომენტარს გააკეთებდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, არსებობს პირდაპირი შეტაკებების საფრთხე და გუშინ დილით 5 სამართალდამცველი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

ეს ინფორმაცია გახარიას არ დაუდასტურებია და ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. მან ჟურნალისტებს მოუწოდა, ცოტა უფრო პასუხისმგებლიანად მოეკიდონ სერიოზულ საქმეებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია გორში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ის ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. პირველი შეხვედრა მან პედაგოგებთან გამართა, მოგვიანებით კი ექიმებთან და ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაც იგეგმება.


close დახურვა