სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული „კეთილი ნების" ელჩი გახდა. მის გარდა ეს სტატუსი მიიღეს რუსმა მომღერლებმა ნიკოლაი ბასკოვმა და ვალერიამ.
მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები" 2007 წელს დაარსდა. ორგანიზატორთა განცხადებით, მისი მიზანი აფხაზეთის იმიჯის შეცვლა და ახალგაზრდების მხარდაჭერაა.
კეთილი ნების ელჩები, ორგანიზაციის განცხადებით, დაკავდებიან „აფხაზეთში ჰუმანიტარული პროექტების რეალიზაციით და ასევე საერთაშორისო ასპარეზზე „ქვეყნის“ წამოწევით“.
წლევანდელი შემადგენლობა იმით გამოირჩევა, რომ მის რიგებს შეუერთდა დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის თბილისში ვიზიტს შარშან სახალხო პროტესტი მოყვა.