სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თანამშრომელი, რომელმაც, სავარაუდოდ, თავი მოიკლა, პროზექტურიდან საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.
კაცის ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეზობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებენ.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი წარსულში სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელი იყო, თუმცა სუს-ი ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
ამასთან, საქმეზე გამოძიებას თავად სუს-ი აწარმოებს და ის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მინდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ახლო მეგობარია.
შეგახსენებთ, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც ლოგისტიკის დეპარტამენტში მუშაობდა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ის საკუთარ კაბინეტში იპოვეს გარდაცვლილი. მას ტყვია თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი.