logo
ENG



გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმისგან დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

03 ივნ 202014:41
3 წუთის საკითხავი
clock 574
ldjpwt82rop7lzh.jpg

მამაკაცი, რომელსაც ნუცუბიძეზე აფეთქებულ გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა, კავკასიის მედიცინის ცენტრში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სასწრაფო დახმარების სამსახურმა ის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანა, პაციენტს გული გაჩერებული ჰქონდა. 

დაშავებული მამაკაცი, შსს-ს თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტ-კრიმინალისტი აფეთქების ადგილას დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც დენმა დაარტყა - მან ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო და ის კავკასიის მედიცინის ცენტრში მკურნალობს. 

 


close დახურვა