logo
ENG



გალაკტიონს ჰქონდა სულიერი გადახრები - ილია II

28 ივნ 202015:06
3 წუთის საკითხავი
clock 2152
peol92drd6g46uw.jpg

ილია II-მ საკვირაო ქადაგებაზე თვითმკვლელობის შესახებ ისაუბრა და მაგალითად გალაკტიონ ტაბიძის თვითმკვლელობა მოიყვანა. მან აღნიშნა, რომ გალაკტიონ ტაბიძემ თავი მოიკლა, რადგან სულიერი გადახრები ჰქონდა.

მისივე თქმით, პოეტი უნდა მისულიყო მოძღვართან, მაგრამ ის ასე არ მოიქცა ფსიქიკური მდგომარეობის გამო.

„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც თავი მოიკლა. რომ ჰკითხო, რატომ მოიკალი თავიო, ვერ გეტყვის - ეშმაკი სდევდა. გალაკტიონს აქვს გამონათქვამი, ბავშვობიდან თავის მოკვლა მინდოდაო. იმდენი სდია, იმდენი ეცადა, რომ მოეკლა თავი. ღმერთმა ყველა დაიფაროს. როგორც კი მოვა ასეთი აზრი, უნდა წავიდეს ადამიანი მოძღვართან და აღსარებაში უნდა უთხრას. აღსარების საშუალებით განიდევნება, გალაკტიონმა არ გააკეთა ეს, მაგრამ გალაკტიონს ჰქონდა სულიერი გადახრები. გახსოვთ, ტერენტი გრანელი რას ამბობს - გალაკტიონში არის დემონი და ჩემში ანგელოზიო. ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულ ეშმაკს", - ამბობს ქადაგებაში ილია მეორე.


close დახურვა