10 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 364 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გარდაიცვალა 22 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.06 %.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 629 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 883 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 746 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 376 200-ს, ამათგან გარდაიცვალა 5 443 პირი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 364 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 811 შემთხვევა, აჭარა - 81, იმერეთი - 134, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 48, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 83, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.