საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა, 1 441 კი გამოჯანმრთელდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 19 989 კვლევა ჩატარდა. მათ შორის, 13 126 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 863 PCR ტესტით.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:
- თბილისი - 253;
- აჭარა - 44;
- იმერეთი - 139;
- ქვემო ქართლი - 29;
- შიდა ქართლი - 41;
- გურია - 14;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72;
- კახეთი - 47;
- მცხეთა-მთიანეთი - 14;
- სამცხე-ჯავახეთი -20;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, 2 694 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალბს, 589 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 175 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 257 632 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 248 537 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 159 კი გარდაიცვალა.