logo
ENG



გამოძიებამ რუსეთში ივანიშვილის ქონება გამოაშკარავა

09 აგვ 202420:09
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო გამოძიებით მტკიცდება, რომ ივანიშვილის ოჯახს რუსეთში ქონების შეძენა არასდროს შეუწყვეტია და ამით დაკავებული იყო ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც 2024 წლამდე. კვლევა ოლიგარქსა და მის პარტიას ტყუილში ამხელს, თითქოს რუსეთთან ყველანაირი ფინანსური და ქონებრივი კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა. უფრო მეტიც, 2021 წლიდან ეს ქონება სულ უფრო ფართოვდება. გამოძიების ცნობით, პროცესი გაგრძელდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც. ბოლო შენაძენი 2024 წლის აპრილით თარიღდება. ლაპარაკია მიწებსა და სახლებზე მოსკოვის პრესტიჟულ უბნებში. სალომე ბოკუჩავა უფრო ვრცლად გამოძიების შესახებ.

 


close დახურვა