logo
ENG



გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე 2 პირს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

11 სექ 202012:51
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. 

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, ერთს 4 წლით, ხოლო მეორეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია გასული წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

ცნობისთვის, პირველი პრეზიდენტის შვილის მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პატიმრობაში 4 პირი იმყოფებოდა.


close დახურვა