თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ 4 პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
კიდევ ერთ დაკავებული, თორნიკე ქვათაძე, სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ პირველი პრეზიდენტის შვილს, ცოტნე გამსახურდიას 19დეკემბერს თავს დაესხნენ. ის მრავლობითი დაზიანებითა და ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამსახურდიას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა მძიმეა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. პოლიციამ 5 პირი დააკავა - ერთი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, 4 კი - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.