logo
ENG



გამყრელიძე: შიდა შუქნიშნის მიხედვით, გადავედით ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში

23 ოქტ 202012:42
3 წუთის საკითხავი
clock 1028
გამყრელიძე: შიდა შუქნიშნის მიხედვით, გადავედით ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, "შიდა შუქნიშნით" საქართველო წითელ ზონაში გადავიდა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, თებერვლიდან მოყოლებული მილიონ მოსახლეზე საერთო მაჩვენებელი ჯერჯერობით კარგია, თუმცა შიდა შუქნიშნით ქვეყანა, ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადავიდა.  

"მთლიანად ეპიდემიის პერიოდში, დაწყებული 26 თებერვლიდან, იმის გამო, რომ სულ 1 500 ინფიცირებული გვყავდა სექტემბრის პირველ რცხვებამდე, მილიონ მოსახლეზე საერთო მაჩვენებელი ჯერჯერობით კარგი გვაქვს. 

მაგრამ რაც ითვლება ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე გვაქვს უკვე 26.

შიდა, ჩვენი შუქნიშნის მიხედვით, გადავედით ნარინჯისფრიდან წითელ ზონაში, ამას გიდასტურებთ. კუმულატიური მაჩვენებელი რომელიც გვაქვს, იქაც ავცილდით 300-ს, მაგრამ გვაქვს კარგი მაჩვენებელი ტესტირებაში მილიონ მოსახლეზე გვაქვს 213 ათასი ტესტი ხოლო ყოველდღიური 9-10 000-ის ფარგლებში, რაც ეპიდემიის ამ მაშტაბებისთვის კარგია", - ამბობს გამყრელიძე.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი, გარდაიცვალა -5.

23 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 183 კი გარდაიცვალა.


close დახურვა