logo
ENG



NCDC: 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით გრიპზე ვაქცინაცია ყველასთვის უფასოა

31 ოქტ 202319:17
3 წუთის საკითხავი
clock 631
2023/10/31/hevfgfjcxy518dm.jpg

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

NCDC-ში აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მათი განცხადებით, ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა - აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების სია იხილეთ აქ.


close დახურვა