logo
ENG



გამყრელიძე: მარნეულელი ქალის 15 მჭიდრო კონტაქტია გამოვლენილი, აქედან 5 კორონავირუსია

27 მარ 202022:32
3 წუთის საკითხავი
 

„მარნეულელი ქალის 15 მჭიდრო კონტაქტია გამოვლენილი,“ - ამის შესახებ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს. მისი განცხადებით ამ 15 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ და მხოლოდ 5 ადამიანს დაუდასტურდა.

​მისივე განცხადებით, სარიტუალო სუფრიდან სადაც მარნეულელი ქალი იმყოფებოდა, 90 ადამიანის მონიტორინგი მიმდინარეობს, ისინი თვითიზოლაციაში არიან და თუ რაიმე სიმპტომები დაუფიქსირდებათ საველე კარვებში იქნებიან გადაყვანილნი.

„მარნეულელი ქალის შემთხვევაში ჩვენ გამოვიკვლიეთ 15 მჭიდრო კონტაქტი, აქედან 5-ია დადებითი, რომლებიც უკვე საავადმყოფოებში ბრძანდებიან. ასევე გვყავს იმ სარიტუალო სუფრაზე მყოფი 90 ადამიანამდე მონიტორინგი, ანუ თვით იზოლაციაში არიან. თუ ექნებათ ტემპერატურა ან რაიმე სიმპტომი გადაჰყავთ საველე კარავში.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ქალბატონს 1700 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი მე ეს არ გამიგია. 

მარნეულში გამკაცრებული კარანტინი, რომ გამოცხადდა, 53 000 ადამიანია სიცხეზე სკრინირებული. დადიან სოფელ-სოფელ სოფლის ექიმები, რწმუნებული და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, ყველას ეკითხებიან და უზომავენ ტემპერატურას. 

რამდენიმე ათეულს ვისაც ტემპერატურა დაუფიქსირდათ გადაყვანილი არიან მარნეულში ცხელების ცენტრში. აღებულია ნაცხის ანალიზები კიდევ 15 ადამიანზე და ლუგარის ცენტრში დილით იქნება მათი პასუხები.“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.


close დახურვა