უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის აჭარაში კოვიდპაციენტებისთვის 80 საწოლია თავისუფალი.
"ქვეყანაში ამ დროისთვის მობილიზებულია 3 100 საწოლი. აქედან აჭარაშია 620 თუ 630 საწოლი. ამ ეტაპზე, ახლა როდესაც ვსაუბრობთ, აჭარაში 80 საწოლი თავისუფალია", - განაცხადა გამყრელიძემ.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან, 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.
დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დადასტურდა.