logo
ENG



გამყრელიძე: არ არის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჰაერით გადადის

18 მარ 202021:32
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „COVID 19-ი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კლასიკურად, კორონავირუსი ითვლება, წვეთოვანი გზით გადამდებ დაავადებად.

გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე არ არის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჰაერით გადაეცემა ადამიანს.

„მსოფლიო მეცნიერებმა ვირუსის ირგვლივ ბევრი არაფერი იციან. თქვენ დაასახელეთ მსოფლიოში წამყვანი ინსტიტუტი - აშშ-ს ალერგიის ინსტიტუტის ცენტრი, რომელიც არის ალერგიულ დაავადებათა მექა. მისი დირექტორი ენტონი ფაუჩი ძალიან მაღალი დონის მეცნიერია, რომლის გამონათქვამების და პროგნოზებს ეყრდნობა მსოფლიო მეცნიერება. თუ აკვირდებით, ფაუჩი გვერდით უდგას ტრამპსა და ამერიკის ჯანდაცვის მინისტრს.

კლასიკურად ეს დაავადება ითვლება წვეთოვანი გზით გადამდებ დაავადებად. ექსპერიმენტი იმისა, რომ ის ჰაერით შეიძლება გადაედოს, ამის მტკიცებულება არ არის. გარკვეული საშიშროება არის, ამიტომ იძლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ერთმეტრიანი დისტანციის დაცვის რეკომენდაციას, თუმცა, ძირითადი გზა არის წვეთოვანი გზით გადამდები დაავადება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული.


close დახურვა