logo
ENG



გამყრელიძე: იდენტიფიცირებულია 86-მდე კონტაქტი, მაგრამ უფრო მეტია

22 მარ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 
7e37vnjrcckc58a.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 5 შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია.

როგორც გამყრელიძემ „ტვ პირველს“ განუცხადა, ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზეა. მანვე აღნიშნა, რომ დაახლოებით 86 კონტაქტი იდენტიფიცირებულია, თუმცა მათი რაოდენობა უფრო მეტია.

„ხუთიდან, რომელიც დღეს დილის მერე გამოვლინდა, ყველას ისტორია ვიცით. 4 არის იმპორტირებული შემთხვევა. აქედან ერთი არის საკმაოდ რთული და ავადმყოფი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. იმ საავადმყოფოში ჩვენი ჯგუფი მუშაობს, ახლა დაბრუნდნენ და მიმდინარეობს დისკუსია ამ ავადმყოფთან დაკავშირებით. დაახლოებით 86 კონტაქტია იდენტიფიცირებული, მაგრამ უფრო მეტია. მათთან შესაბამისი მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახური მუშაობს. იქ მიეცათ შესაბამისი რჩევა-დარიგება ადგილობრივ მედპერსონალს, სადაც წევს ავადმყოფი. საავადმყოფო გადავიდა კარანტინის რეჟიმში და შემდგომ რეკომენდაციებზე ვმუშაობთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 2956 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 291. ვირუსისგან ჯერჯერობით მხოლოდ 3 პაციენტი განიკურნა.


close დახურვა