logo
ENG



გამყრელიძე: მესტიაში გამოკვლეული 600 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა

12 აგვ 202021:21
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: მესტიაში გამოკვლეული 600 პირიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული 600 პირიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

მისი თქმით, ინფიცირება ლენჯერის კლასტერს უკავშირდება. გამყრელიძის განცხადებით, კიდევ 300 პირზე ჩატარებული კვლევის პასუხებს ელოდებიან. 

"ჯერჯერობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში, ამიტომ, იმ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება, შესვლა-გამოსვლა სრულად აკრძალულია. უკვე დღევანდელი ნიმუშების ტესტირების შემდეგ გვექნება კარგი სურათი, თუ რა ხდება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში", - განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ცნობისთვის, დღეს დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევიდან 12 სოფელ ლენჯერში დადასტურდა. 


close დახურვა