logo
ENG



გამყრელიძე: პირველი ადამიანი, ვისაც ოზურგეთში COVID 19 დაუდასტურდა, ქორწილში იყო

05 სექ 202012:59
3 წუთის საკითხავი
 
b9ttjo1e6by2wc5.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით,პირველი ადამიანი, ვისაც ოზურგეთში COVID 19 დაუდასტურდა, ქორწილში იყო. 

მისივე განცხადებით, აჭარის და გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ამ საკითხზე მუშაობენ და კონტაქტებს იკვლევენ.

"ოზურგეთში დადასტურებული პირველი შემთხვევა, ვიცი, რომ ნამყოფია ქორწილში. ვიცი, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები, როგორც გურიის, ასევე აჭარის მუშაობენ ამ საკითხზე და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა". - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

დღეს, 5 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთში გამოვლენილი პირველი ინფიცირებული 350-კაციან ქორწილში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავიირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ჯამში საქართველოში კორონავირუსის 1621 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 1302-ს შეადგენს.


close დახურვა