logo
ENG



გამყრელიძე: პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას

30 ნოე 202012:44
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პანდემიის ფონზე ბათუმში მიმდინარე აქციებს "უპასუხისმგებლობას" უწოდებს და ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს პოლიტიკური პროცესებიც უნდა ემორჩილებოდეს.

"დღეს ჩვენ, სულ ყველა, პოლიტიკური პროცესიც, უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას. სერიოზული პანდემიის წინაშეა მსოფლიო, სერიოზული ზრდა გვაქვს ქვეყანაში ინფიცირების, ამის შეჩერების რამდენიმე მიდგომა არსებობს. ერთ-ერთი არის შემზღუდველი ღონისძიებები, რაც ქვეყანამ დააწესა, მაგრამ დაწესება ერთია და მისი აღსრულება მეორე.

თუ მას არ აღვასრულებთ და ჩვენ თვითონ არ გავითავისებთ, თითოეული ადამიანი, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც გვეუბებიან, ისე არაფერი გამოვა",-თქვა გამყრელიძემ.

ოპოზიციისა და საზოგადოების განგრძობადი პროტესტი დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში 31 ოქტობრის არჩევნებს მოყვა, რომელის ოფიციალურ შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ტოტალურად გაყალბებულად მიიჩნევს.

დღეს, 30 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 135 584 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 113 986 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 267 - გარდაიცვალა.  


close დახურვა