logo
ENG



გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე შემთხვევაა დადასტურებული

23 მარ 202112:43
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე შემთხვევაა დადასტურებული.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, შტამი ფართოდ ვრცელდება, თუმცა "როგორც კვლევები აჩვენებს, დღევანდელი ვაქცინები ფარავს ამ შტამს".

რაც შეეხება რეინფიცირების შემთხვევებს, გამყრელიძე ამბობს, რომ რამდენიმე შესაძლო შემთხვევას სწავლობენ და "მატება გვექნება".


close დახურვა