logo
ENG



გამყრელიძე: სულ 1073 ადამიანი გამოვიკვლიეთ და აქედან 43 დაუდგინდა კორონავირუსი

20 მარ 202015:22
3 წუთის საკითხავი
 
1xu299hlbgtmu4f.png

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსით მსოფლიოში 245 850 ადამიანი დაინფიცირდა.

გამყრელიძის განცხადებით, გამოჯანმრთელდა ვირუსით დაავადებული  88 000 ადამიანი.

180 ქვეყანაშია კორონავირუსის ინფექცია, დადასტურებულია 245 850 შემთხვევა. აქედან გამოჯანმრთელდა 88 000 ადამიანი. სამწუხაროდ, არის 10 000 გარდაცვალების შემთხვევა. ჯერჯერობით, ყველაზე მეტია ჩინეთში, მაგრამ სხვა ქვეყნებშიც ძალიან მალე იმატებს რაოდენობას. ჩინეთს გარეთ არის შემთხვევების 2/3. აქედან წამყვანია ევროპა, განსაკუთრებით იტალია. იმატებს შემთხვევები ირანში.

რაც შეეხება საქართველოს, დღეის დილის მდგომარეობით ჩვენ დადასტურებული გვაქვს 43 შემთხვევა. აქედან უმეტესობა იმპორტირებულია. კვლევაშია კიდევ რამდენიმე ნიმუში. სულ ქვეყანაში 30 იანვრიდან მოყოლებული გამოკვლეულია 1073 შესაძლო შემთხვევა და აქედან 43-ში დადასტურდა კორონავირუსი.

საკარანტინო ზონაში 1565 ადამიანი და იქიდან და თვითიზოლაციიდან 191 ადამიანი გამოვიდა“, - განაცხადა გამყრელიძემ. 


close დახურვა