logo
ENG



გამყრელიძე: 8-დღიანი კარანტინისა და შემდეგ ტესტირების მექანიზმს განვიხილავთ

05 სექ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 
p2y4e8d1m255h81.png

დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საკარანტინე რეჟიმის მეზანიზმი, შესაძლოა, შეიცვალოს. დღეს, 5 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბარში მან 8-დღიანი კარანტინის ვერსია გააჟრერა, რაც მისვე თქმით, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება.

"საკარანტინო პერიოდი შემცირდა 14-დან 12 დღემდე. ახლა განიხილება რამდენიმე მექანიზმი, მათ შორის, ერთ-ერთია 8-დღიანი კარანტინი და შემდეგ ტესტირება. გარკვეული ცვლილებები ამ კუთხით შეიძლება, იყოს", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, კარანტინს 14 დღის ნაცვლად 12 დღის განმავლობაში გაივლიან. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 12 აგვისტოდან არის ძალაში.


close დახურვა