logo
ENG



განათლება: პირველკლასელები 15 სექტემბრის ნაცვლად, სწავლას 4 ოქტომბერს კლასებში განაახლებენ

07 სექ 202119:34
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/07/c99feheu4iqxyui.jpg

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველკლასელები 15 სექტემბრის ნაცვლად, სწავლას 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში განაახლებენ. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება შეხება მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც სწავლის დაწყების პერიოდში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ქვემოთ იქნება.

"ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდა პირველი კლასისა, 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ასევე, 4 ოქტომბრამდე არ იმუშავებენ კერძო და სახელმწიფო ბაღები. 


close დახურვა