logo
ENG



განათლების სამინისტროსთან სტუდენტები აქციას მართავენ

04 თებ 202015:22
3 წუთის საკითხავი
 

კიევის უნივერსიტეტის სტუდენტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქციას მართავენ - მათი მოთხოვნაა, უნივერსიტეტებში მოსახვედრად ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება არ იყოს სავალდებულო.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, არათანაბარ პირობებში არიან სხვა სტუდენტებთან და მოითხოვენ, გაუქმდეს მათთვის დაწესებული ზოგადი უნარების სავალდებულო გამოცდა. სტუდენტები აცხადებენ, რომ მათი აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ სამინისტრო არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს.


close დახურვა