logo
ENG



განათლების სამინისტროსთან სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს

04 თებ 202010:22
3 წუთის საკითხავი
 

განათლების სამინისტროსთან სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს. სტუდენტები დამატებითი რეგულაციების დაწესებას აპროტესტებენ, რის გამოც ისინი საქართველოში სწავლას ვერ აგრძელებენ.

ახალგაზრდების მთავარი მოთხოვნა განათლების მინისტრთან შეხვედრაა. როგორც აქციის მონაწილემ გიორგი თვალთვაძემ განაცხადა, მინისტრმა მათ რეგულაცია დაუწესა, რაც მათ ბარიერს უქმნის.

„არსებობს ბოლონიის კონვენცია, რის საფუძველზეც მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე ხდება ნებისმიერ უნივერსიტეტში საქართველოში მიღება. მაგრად ჩვენმა მინისტრმა დაგვიწესა ესეთი რეგულაცია და ჩაგვიმატა ქვეპუნქტი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. საქართველოს მოქალაქეებს გვიქმნის ბარიერს და გვაბარებინებს დამატებით უნარების გამოცდას. მივმართეთ უკიდურეს ზომებს და გავშალეთ კარვები, რადგან, პრაქტიკულად, არანაირი პასუხი არ ყოფილა განათლების სამინისტროსგან“, - განაცხადა სტუდენტმა.

სტუდენტების სამომავლო სამოქმედო გეგმებს მოძრაობა „შეცვალეს" აქტივისტებიც შეურთდებიან.

„ვუერთდებით ამ სტუდენტების მოთხოვნას, რომლებსაც შეეხოთ ეს რეგულაციები და ასევე ვთხოვთ მინისტრს, რომ ჩამოვიდეს და შეხვდეს სტუდენტებს და გაარკვიოს, ზუსტად რაშია საქმე. ვიცით, რომ 350-მდე სტუდენტს შეეხო ეს რეგულაციები და მნიშვნელოვანია, რომ დროულად გადაიჭრას ეს პრობლემა. რასაც დაგეგმავენ ეს ახალგაზრდები, მოძრაობა „შეცვალე“ შეურთდება ყველა იმ პროტესტში“, - განაცხადა „შეცვალეს“ აქტივისტმა ნიკა ნოზაძემ.

 


close დახურვა