არჩევნების მოახლოებასთან ერთად საგანმანათლებლო სისტემაზე წნეხი იზრდება. განსაკუთრებული სამიზნე სკოლებია. ხელისუფლება არჩევნებში დირექტორების სრულ მორჩილებას მოითხოვს.
რამდენიმე სკოლაში დღეს სწავლა არ შედგა. მიზეზი პროტესტია - ერთი მხრივ, პოლიტიკური მოტივაციით სამსახურიდან გათავისუფლების გამო და მეორე მხრივ, ისეთი კადრების დანიშვნა, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან.