logo
ENG



განაჩენი ალექსეი ნავალნისთვის

22 მარ 202220:43
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის მოქალაქეების პროტესტი იყო დღეს თბილისში. რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობის წინ, რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც თავს ანტიპუტინისტური მოძრაობის წევრებად განიხილავენ, ალექსეი ნავალნის სოლიდარობის აქცია გამართეს. ნავალნის ცხრა წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელს ის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. რუსეთის ნომერ პირველი ოპოზიციონერი დამნაშავედ თაღლითობასა და სასამართლოს შეურაცხყოფაში ცნეს და თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, მილიონ ორასი ათასი რუბლით დააჯარიმეს. ალექსეი ნავალნისთვის აღმკვეთ ზომად პროკურატურა 13-წლიან პატიმრობას ითხოვდა. პროცესი პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში გაიმართა, სადაც ალექსეი ნავალნი სასჯელს ეგრეთ წოდებული ივ როშეს საქმის გამო იხდის. ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. თუმცა ნავალნის უფლებების ორივე დამცველი პროცესის დასრულებისთანავე, დარბაზიდან გამოსვლისას დააპატიმრეს.


close დახურვა