![გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, რომელიც გვიან ღამით ბათუმში დაჭრეს](/uploads/news/პოლიციის_ლენტი_შსს.jpg)
გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, რომელიც გვიან ღამით ბათუმში დაჭრეს. ინფორმაციას კლინიკა მედცენტრში ადასტურებენ.
გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
გვიან ღამით, ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე 3 ადამიანი დაჭრეს.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.