logo
ENG



გარდაცვლილი ბავშვის დის ინფორმაციით, საბერძნეთიდან წამოსული დედა თურქეთიდან უკან გააბრუნეს

26 აგვ 202017:04
3 წუთის საკითხავი
 
ug6b7bo6gjsdb3e.jpg

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დის ცნობით, დედა საბერძნეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა თურქეთ-საბერძნეთის საზღვრიდან ის უკან გააბრუნეს.

მისი ინფორმაციით, ქალს საბუთებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა. ოჯახი საელჩოს დახმარებას სთხოვს. 

"ათი წლის უნახავი შვილი გარდაეცვალა, მოდიოდა და თურქეთის საზღვრიდან უკან გააბრუნეს, პასპორტს ვადა გაუვიდაო. ვითხოვთ დახმარებას. იქნებ საელჩო ჩაერთოს, რომ მოახერხოს დაკრძალვაზე ჩამოსვლა. შაბათს უნდა დაგვეკრძალა და არ ვიცით, როდემდე გადავდებთ", - განაცხადა გარდაცვლილის დამ თინათინ აბჟანდაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის საქმეზე მამამისს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარუდგინა. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.

11 წლის ბავშვი 23 აგვისტოს თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიების ცნობით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამა სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა თავის არასრულწლოვან შვილს. მათივე ინფორმაციით, მამის ქმედებების გამო არასრულწლოვანი შვილი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.


close დახურვა