logo
ENG



გარემოვაჭრე დეპუტატის სავარძელში - ხმაური ბათუმის საკრებულოში

09 ივნ 202020:52
3 წუთის საკითხავი
 

გარემოვაჭრე დეპუტატის სავარძელში აღმოჩნდა - ხმაურიანი და უჩვეულო იყო დეპუტატების შეკრება ბათუმში, უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის მეთაურს ხმაურის და პროტესტის ფონზე უსმენდნენ.

ოპოზიცია თორნიკე რიჟვაძეს ნეპოტიზმსა და მოქალაქეების დაცინვაში ადანაშაულებს.

თორნიკე რიჟვაძეს უმაღლეს საბჭოსთან აქციით დახვდნენ გარემოვაჭრეები - მათ გამოფინეს ის ტანსაცმელი, რომლის გაყიდვის შესაძლებლობა აღარ ეძლევათ.

სხდომაზე მოვაჭრეების დასწრება სწორედ ოპოზიციონერმა მოითხოვა, რასაც ხანგრძლივი კამათი მოჰყვა. დეპუტატმაც და მოვაჭრემაც სხდომა პროტესტის ნიშნად მალევე დატოვეს.


close დახურვა