logo
ENG



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

11 მარ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს იური ნოზაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე განათავსეს. დაავადება ნოზაძეს გუშინ განმეორებითი კვლევის ჩატარების შემდეგ დაუდგინდა. 

მანამდე კი კორონავირუსი დაუდასტურდა მინისტრის მოადგილის შვილს, სწორედ ამიტომ იმყოფებოდა ნოზაძე და მისი ოჯახის სხვა წევრები თვითიზოლაციაში. ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ თავად მინისტრმა დაადასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მოადგილე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. 

 


close დახურვა