logo
ENG



სოფლის მეურნების მინისტრი: ჩემი მოადგილე თვითიზოლაციაშია

10 მარ 202012:00
3 წუთის საკითხავი
 

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. დავითაშვილის განცხადებით, თავად მისი მოადგილე ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია.

„დაგიდასტურებთ იმას, რომ ჩემი მოადგილის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი. შესაბამისად, სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოები გაატარა. ყველა ის ღინისძიება რეკომენდაციებით იყო განსაზვრული. მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს ბატონმა იურიმ თავი შეიკავა ყველა საჯარო შეხვედრისგან, თათბირისგან და ბრიფინგისგან. ის თვითიზოლაციაშია, რაც ადასტურებს მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ჩატარებული ტესტების შედეგად, ბატონ იურის კორონავირუსი არ დაუდგინდა. შესაბამისად, ამ წყაროთი სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების რისკი არ არსებობს. გარდა ამისა, სამინისტრომ რეკომენდაციების შესაბამისად მივლინებები მაქსიმალურად შეზღუდა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ოფიციალურად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 15 პირი.


close დახურვა