logo
ENG



გარემოს ეროვნული სააგენტო: 13-დან 17 იანვრამდე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება

12 იან 202216:08
3 წუთის საკითხავი
 
გარემოს ეროვნული სააგენტო: 13-დან 17 იანვრამდე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით - ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

ამასთან, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.


close დახურვა