logo
ENG



გარემოს სააგენტო: გუდაური-კობის გზაზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

15 მარ 202420:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/15/ox801fn011bmolc.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თოვლის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

მათივე თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

სააგენტოში ამბობენ, რომ მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.


close დახურვა