სოხეთში კორონავირუსის შემთხვევები კვლავ იზრდება. გასული 24 საათის განმავლობაში დაინფიცირების 425 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 8 ფაქტი დადასტურდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კოვიდ 19 -ის 17 ათას 400-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 379 გარდაიცვალა. პანდემიის გამო სომხეთში საკარანტინე ზომები კვლავ ძალაში რჩება.
