logo
ENG



ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთის დასახმარებლად 50 მილიონს გამოვყოფთ

04 ივნ 202615:37
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/04/r7w76ufsv878h22.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა და რუსეთის მიერ სომხეთიდან იმპორტზე ბოლო დროს დაწესებული შეზღუდვები განიხილა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ევროკომისიის პრეზიდენტი ავრცელებს. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო მოსკოვის ქმედებები და მას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი უწოდა:

„ეს სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური იძულება და ეს მიუღებელია. სომხურ პროდუქციაზე შეზღუდვების დაწესებით, მოსკოვი ეკონომიკურ ურთიერთობებს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს. ეს მეთოდები კარგად ვიცით. სწორედ ამიტომ, ევროპა მტკიცედ დგას სომხეთის გვერდით“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, გართულებული ეკონომიკური ვითარების ფონზე ევროკავშირი ერევნისთვის სპეციალურ მხარდაჭერის პაკეტს ამზადებს და რუსეთის მხრიდან სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვის ფონზე სომხეთის დაუყოვნებლივ დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფს.

„ეს 50 მილიონ ევროზე მეტ დაუყოვნებლივ ფინანსურ დახმარებას მოიცავს. ასევე, განვიხილეთ სომხური პროდუქტებისთვის, კერძოდ, აგროსასურსათო პროდუქტებისთვის ვაჭრობის გამარტივების ზომები. საქმე ეხება რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგად დაზარალებულ სექტორებს, კერძოდ სომხურ ყვავილებს. ლატვიაში, ხვალ 10000 ყვავილის პარტია ჩავა“, - აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.


close დახურვა