logo
ENG



გატაცებული ქართველი ოკუპანტებმა იზოლატორში საავადმყოფოდან გადაიყვანეს - ოჯახი

12 ივლ 202012:17
3 წუთის საკითხავი
clock 311

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, რომელიც გაიტაცეს, ჯერ ახალგორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ზაზა გახელაძესთან მშობლებს კომუნიკაცია წუხელ ჰქონდათ - სწორედ ისინი ავრცელებენ ინფორმაციას გატაცებულის იზოლატორში გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია მათთვის ამ დრომდე არ მიუწოდებიათ.

დე-ფაქტო რეჟიმის კონტროლირებადმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. ამ ვერსიას ოჯახი უარყოფს - მათი თქმით, ის სოკოს შესაგროვებლად იყო წასული და ამ დროს გაიტაცეს.

„სოკოს საკრეფად ვიყავით და დაგვიჭირესო. ერთი გასროლა გაიგო თანმხლებმა და გამოიქცა.ჩვენი სალოცავიდან ას მეტრს გადახვალ და გიჭერენ. დილას გამგებელი მოვიდა და ჩემგან ითხოვდა, ვინმე თუ გყავთო", - ამბობენ ოჯახში.

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა გუშინ გაიტაცეს - მომხდარზე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. უწყების ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.


close დახურვა