logo
ENG



გაუპატიურების მსხვერპლი - 12 წლის გოგო ამბავი - შაბათის ფორმულა

11 ნოე 202320:40
3 წუთის საკითხავი
 

 არასრულწლოვანზე ძალადობის კიდევ ერთი უმძიმესი ამბავი და ბრალი, რომლითაც პოლიციამ 21 წლის კაცი დააკავა. დაკავებულს, გამოძიება 12 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავება. შემთხვევა 4 ნოემბერს მოხდა. ბავშვი სახლიდან საღამოს საათებში, მარტო, ტანსაცმლის ჩანთით ხელში გავიდა. მას სახლთან ახლოს, კაცი მანქანაში ელოდებოდა. ბიჭმა ბავშვი, საკუთარ სახლში, ცოლად მოყვანის მიზნით წაიყვანა - რამ უბიძგა არასრულწლოვანს სახლიდან წასვლისკენ და იყო თუ არა ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი - როგორც ამას 12 წლის გოგონა, გამოკითხვის ოქმში აღწერს. ამ ეტაპზე მძიმე საქმეს მხოლოდ ერთი ბრალდებული ჰყავს და ის 21 წლის კაცია, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა