პარალიზებული დასუფთავების სამსახური და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გადავსებული დედაქალაქი. გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა, თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები ქუჩაში გამოიყვანა. დაბალი ხელფასი, გაუმართავი ტექნიკა, სიცოცხლისათვის საშიში შრომითი პირობები - ეს ის მიზეზებია, რამაც მათ გაფიცვისკენ უბიძგა.
უშედეგო აღმოჩნდა ადმინისტრაციასთან გამართული მოლაპარაკებაც. გაფიცულთა პრობლემების მოსმენის ნაცვლად კი თბილისის მერის მოადგილე, თანამშორმლებს დაემუქრა და საბოტაჟში დაადანაშაულა. მასშტაბურ პროტესტს დღეს არ გამოხმაურებია კახი კალაძე.