logo
ENG



გაუჩინარებამდე შაქარაშვილს შელაპარაკება მოუვიდა - ფეხბურთელის საქმის ახალი დეტალები

21 ივნ 202012:06
3 წუთის საკითხავი
clock 1284

საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის გაუჩინარების საქმეში ახალი დეტალები იკვეთება - როგორც „ფორმულას“ წყარო უყვება, შაქარაშვილი მცხეთაში დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც მას შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთ იქ მყოფთან. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი შესაძლოა, გოგონა ყოფილიყო, ვის დაბადების დღეზეც შაქარაშვილი იმყოფებოდა. 

„ფორმულას“ წყაროს თქმით, ნაპოვნია ფეხბურთელის ჩანთა, რომელიც მას თან ჰქონდა წაღებული. მისივე განცხადებით, შაქარაშვილი და მისი მეგობარი დაბადების დღიდან ერთად წამოვიდნენ, თუმცა მათი გზები გაიყო - სწორედ ამის შემდეგ შაქარაშვილი აღარავის უნახავს. წყაროს ვარაუდით, მეგობრებს უცნობი პირები აედევნენ, ამიტომაც ისინი სხვადასხვა მიმართულებთ გაიქცნენ.

„გიორგი გაიქცა და ეს ერთი დაიჭირეს, მაგრამ მიხვდნენ რომ ის არაფერ შუაში იყო და დატოვეს დიდუბეში. გიორგი იქ სპეციალურად დატოვეს თუ ვეღარ იპოვეს, არ ვიცი. კონფლიქტი იქ დახვდათ. გიორგი ან არ მოძებნეს ან ვერ მოძებნეს. დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე იპოვეს მისი ჩანთა", - უყვება წყარო „ფორმულას“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. 

 


close დახურვა