logo
ENG



გაუჩინარებული ნიდერლანდელი ტურისტი-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

09 მარ 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

გაუჩინარებული  ნიდერლანდელი ტურისტის მშობლები, შვილის მოსაძებნად საქართველოში გამოემგზავრნენ. სამძებრო სამუშაოები ქუთაისში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.  23 წლის კაცს ამ დრომდე მარტო ეძებდა საქართველოში ტურისტული მიზნით მასთან ერთად ჩამოსული მეგობარი.

სიმ ვიგერს მეგობარი უკვე მეორე დღეა დაიკარგა, ბოლოს  ერთად იყვნენ რესტორან ბარაქაში, სადაც დალიეს, გარეთ გამოსულები კი ერთმანეთს დაშორდნენ. ახლა ამოწმებს ყველა ინფორმაციას, რომელსაც სოციალური ქსელის მომხმარებლები აწვდიან.  სწორედ ფეისბუკში გამოქვეყნებული სტატუსით შეიტყო, რომ რესტორანიდან გამოსული  ვიგერი თეთრ ხიდზე ნახეს, თუმცა კამერების ჩანაწერების ნახვის შემდეგ, ინფორმაცია არ დადასტურდა. 

ინფორმაცია სიმ ვიგერის მარშრუტის შესახებ ნიდერლანდების მოქალაქემ მიაწოდა პოლიციასაც. გამოკითხვაზე მისულ ტურისტს  შინაგან საქმეთა უწყება დაჰპირდა, რომ  უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების  შეისწავლის,  სავარაუდოდ გამოკითხავენ  იმ ჰოსტელის პერსონალსაც, სადაც ნიდერლანდელი ტურისტები ცხოვრობენ. სწორედ ჰოსტელის წარმომადგენლებისგან გახდა ცნობილი, რომ 2 დღეა გაუჩინარებულია კიდევ ერთი სტუმარი. ირანელი ქალი, რომელიც ნიდერლანდელ ტურისტებთან დაახლოებას ცდილობდა, იმავე დღეს გაუჩინარდა.

გაუჩინარებული ირანელი ქალის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არ აქვს, მას არავინ ეძებს. სტარ ჰოსტელის პერსონალი გვიყვება, რომ  ირანელი ქალის გამო რამდენიმე დღის წინ პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა სხვა მიზეზით.

რა მოხდა და სად გაუჩინარდა ნიდერლანდელი ტურისტი ამ დტომდე უცნობია. დეტალების გასარკვევად ქუთაისში ამსტერდამინდა სიმ ვიგერის მშობლებიც ჩადიან.

 


close დახურვა