გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებულ ბადრაგს პატიმრობა შეეფარდა, ერთ-ერთი მსჯავრდადებულის ძმას კი - გირაო. მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. თავად გაქცეულებისთვის სასჯელის დამძიმებაზე სასამართლო არსებით განხილვას იწყებს. სამიდან ორი პატიმარი დღეს პროცესს დაესწრო და თქვა, რომ მიმალვაში არავინ დახმარებია.