მოქალაქეებს ცხოვრება სულ უფრო უძვირდებათ. საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. მეორე წელია, ქვეყანაში მაჩვენებელი ორნიშნა დონეს ვერ ჩამოსცდა. ივლისის მდგომარეობით, ფასების საშუალო დონე წლიურად 11,5%-ით არის გაზრდილი. გაძვირდა თითქმის ყველაფერი. მატებაა ყველა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფში, სურსათსა და ტრანსპორტზე კი ყველაზე დიდი ზრდაა. პურ-პროდუქტები წლიურად 29%-ით გაძვირდა, ზეთი და კარაქი - 17%-ით, ხილი - 14%-ით. სპეციალისტებს დამაიმედებელი პროგნოზი არ აქვთ, მაჩვენებელმა შესაძლოა, იკლოს, მაგრამ პროდუქტების გაიაფება მოსალოდნელი არ არის, ვიდრე მთავრობა ალტერნატიულ რეალობაში იხარშება.
გაძვირებული ცხოვრება
03 აგვ 202220:06
3 წუთის საკითხავი