logo
ENG



გახარია: დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაკეთდება სპეცოპერაციის ეფექტურად ჩასატარებლად

21 ოქტ 202015:53
3 წუთის საკითხავი
clock 941

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში სპეცოპერაციის შესახებ კომენტარი ქუთაისში გააკეთა, სადაც საერთაშორისო უნივერსიტეტი ოფიციალურად გაიხსნა. 

გახარიამ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ზუგდიდში თავდასხმაში დამნაშავე ერთი ადამიანია. 

"ის, სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში და დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და რაც მთავარია, მშვიდობიანად და ვაცალოთ ამ ხალხს".- თქვა მან. 

შემდეგ კი კრიმინალის სტატისტიკაზე მიუთითა და თქვა რომ არის გარკვეული დანაშული, სადაც ზრდა გვაქვს. თუმცა, მისი თქმით, საერთო ჯამში ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაშ კრიმინალი გაიზარდა.  

"რაც შეეხება კრიმინალს, სტატისტიკა და ციფრები ნახეთ. არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. საერთოდ, კრიმინალს რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაულია, რომელიც 2,3, 4 წლის წინ, როგორც დანაშაული საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ჯამური ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ კრიმინალი ქვეყანაში გაიზარდა. მარტივ რჩევას მოგცემთ, შეადარეთ მძიმე დანაშაულები, მძიმე დანაშაულების მუხლები აიღეთ და შეადარეთ ბოლო 8 -10 თუნდაც 15 წლის განმავლობაში და ზუსტად ნახავთ სტატისტიკას, რა ხდება მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე, ჯგუფურზე, ყაჩაღობაზე". - ამბობს გახარია. 

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს შეიარაღებული პირი დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, მას აქვს ავტომატი და ხელყუმბარა. მიმდინარეობს სპეცოპერაცია. 


close დახურვა