logo
ENG



გახარია:მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ

10 ივნ 202011:18
3 წუთის საკითხავი
 

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს წელი საკმაოდ რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში, ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.  

როგორც მან აღნიშნა, 4-5 თვეში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ვირუსის ახალი ტალღის შემთხვევაში, ქვეყანა სრულად იყოს მომზადებული.

„ეპიდემიას ვმართავთ ვირუსის გავრცელების სისწრაფის და გეოგრაფიის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ თუ სწორად არ დავალაგეთ, ეფექტურად და სწრაფად არ შევქმენით ინფრასტრუქტურა, ქვეყანაში უნდა იყოს მუდმივი სკრინინგი, მუდმივი ტესტირება, იმისთვის რომ შემთხვევების გამოვლენა მოხდეს სწრაფად. ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად, რომ სწრაფად უმკურნალოს ყველა ინფიცირებულს და დააბრუნოს თავის სამუშაო ადგილზე, დაუბრუნოს ეკონომიკას, ფერმერი - ბაღში, მუშა - ქარხანაში, მეცნიერი - ინსტიტუტში, მოსწავლე - სკოლაში და საჯარო მოხელე იმისთვის, რომ ხალხს ემსახუროს. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა მოვასწროთ 4-5 თვეში. არავინ არ იცის რა მოხდება. სერიოზული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენზე მეტს ხარჯავენ მეცნიერებაში, ხან იძახიან, რომ იქნება მეორე ტალღა, ხან იძახიან რომ არ იქნება, ხან იძახიან რომ 5 თვეში იქნება ვაქცინა, ხან ამბობენ, რომ 2 წელი არ იქნება. დიდი გაურკვევლობაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


close დახურვა